Company მოდელის გადაკეთება

ჩვენ შეგვიძლია გადავაკეთოთ schema 2, ისე რომ ყველა დამაკავშირებელი ატრიბუტი გარდავქმნათ კავშირად. ასევე საჭირო იქნება კარდინალობის რიცხვის და აუცილებლობის შერჩევა. ეს პარამეტრები უნდა აღმოვაჩინოთ პროექტის მოთხოვნებში. თუ ვერ მოვახერხეთ საჭიროა მოვითხოვოთ უფრო ზუსტი აღწერა. ჩვენს მაგალითში არის შემდეგი კავშირები.

  • მართვა, არის 1:1 კავშირი თანამშრომელსა და დეპარტამენტს შორის. აღწერაში კარგად არ იკვეთება აუცილებლობა, შესაბამისად უნდა ვკითხოთ მომხმარებელს. მართვის დაწყების თარიღი იქნება ამ კავშირის დამატებითი ატრიბუტი.
  • მუშაობა, არის 1:N კავშირი თანამშრომელსა და დეპარტამენტს შორის.
  • აკონტროლებს, არის 1:N კავშირი დეპარტამენტსა და პროექტს შორის, რომელიც აღნიშნავს რომ დეპარტამენტი აკონტროლებს პროექტს. კავშირი არ არის აუცილებელი.
  • ხელმძღვანელობა, არის 1:N თანამშრომლის რეკურსიული კავშირი, რომელიც აღნიშნავს რომ თანამშრომელი ხელმძღვანელობს სხვა თანამშრომლებს. კავშირი არ არის აუცილებელი.
  • ჩართულია პროექტში, არის M:N კავშირი, რომელიც აღნიშნავს რომ თანამშრომელი ჩართულია პროექტში. კავშირი არ არის აუცილებელი.

მას შემდეგ რაც აღმოვაჩინეთ ეს კავშირები, საჭიროა შესაბამისი ატრიბუტები ამოვშალოთ ზემოთ აღწერილ არსებიდან.

results matching ""

    No results matching ""