არსის ტიპი, არსის ერთობლიობა, ატრიბუტი და გასაღები

ER მოდელი მონაცემებს აღწერს არსის, კავშირის და ატრიბუტების საშუალებით. ამ თავში ჩვენ ავღწერთ მათ.

არსი და ატრიბუტი

ER მოდელის მთავარი კონცეფცია არის არსი, რომელიც აღწერს კონკრეტულ ობიექტს. არსი შეიძლება იყოს ფიზიკური ობიექტი, როგორიცაა მაგალითად მანქანა, სახლი და ა.შ. ან კონცეფტუალური ობიექტი მაგალითად კომპანია, სამსახური და ა.შ.. ყოველ არსს გააჩნია ატრიბუტები, რომელიც აღწერს ამ ობიექტს. მაგალითად თანამშრომელს შეიძლება აღწერდეს მისი სახელი, ასაკი, ხელფასი და ა.შ. ხოლო კონკრეტულ არსს კი გააჩნია შესაბამისი მახასიათებლების კონკრეტული მნიშნველობები. schema 3-ზე გამოსახულია თანამშრომლის არსი თავისი ატრიბუტებით.

schema 3

არსებობს რთული და მარტივი ატრიბუტები. რთული ატრიბუტი შეიძლება დაიყოს უფრო პატარა ატრიბუტების ერთობლიობად. მაგალითად მისამართი შეიძლება წარმოვადგინოთ როგორც ქალაქი, ქუჩა და ა.შ ატრიბუტების ერთობლიობად. ატრიბუტები რომლის წარმოდგენაც ასე არ მოხერხდება არის მარტივი. რთული ატრიბუტი შეიძლება წარმოვისახოთ იერარქიის საშუალებით, როგორცაა schema 4-ზე.

არსებობს ერთ და მრავალ მნიშვნელობიანი ატრიბუტები. უმეტეს ატრიბუტს შეიძლება მივანიჭოთ მხოლოდ ერთი მნიშვნელობა(მაგალითად ასაკი, ხელფასი და ა.შ.), თუმცა არსებობს მრავალ მნიშვნელობიანი ატრიბუტებიც, მაგალითად მანქანის ფერი ან ხარისხი. შესაძლოა მანქანას გააჩნდეს რამდენიმე ფერი, შესაბამისად ასეთი სტრუქტურა მოგვცემს მრავალი ფერის შენახვის საშუალებას. ასევე შეგვიძლია გამოვიყენოთ მინიმალური და მაქსიმალური მნიშვნელობები ასეთი ტიპის ატრიბუტებისთვის.

ასევე ატრიბუტი შეიძლება იყოს არსებული(stored) ან მიღებული(derived). მაგალითად თანამშრომლის ატრიბუტი ასაკი შეიძლება იყოს მისი დაბადების თარიღისგან მიღებული, შესაბამისად ასაკი იქნება მიღებული, ხოლო დაბადების თარიღი არსებული ატრიბუტი. ატრიბუტის მიღება შესაძლებელია სხვა ცხრილისგანაც.

ატრიბუტმა შეიძლება მიიღოს NULL მნიშვნელობა, რაც აღნიშნავს რომ კონკრეტულ არსს არ გააჩნია ასეთი ატრიბუტი. მაგალითად შეიძლება სართულის ატრიბუტი მისამართში ქონდეს მხოლოდ კორპუსებს. ასევე NULL შეიძლება გამოივიყენოთ მაშინ, როდესაც უბრალოდ არ ვიცით მისი მნიშვნელობა.

არსის ტიპი, არსის ერთობლიობა, გასაღები, შესაძლო მნიშნველობები

საერთოდ მონაცემთა ბაზა მოიცავს ობიექტების ერთობლიობას, რომელთაც გააჩნია საერთო ატრიბუტები, ისინი განსხვავდებიან მხოლოდ ამ პარამეტრებისთვის მინიჭებული მნიშვნელობებით. არსის ტიპი განსაზღვრავს ასეთი ობეიქტების ერთობლიობას. schema 4 ასახავს თანამშრომლის და კომპანიის არსის ტიპებს, რომელთაც გააჩნიათ კონკრეტული ობეიქტები. არსის ერთობლიობა არის იმ კონკრეტული ობიექტების სიმრავლე, რომელსაც აღწერს ეს არსი.

schema 4

ER დიაგრამაზე არსი გამოისახება როგორც მართკუთხედი, რომელშიც წერია ამ არსის სახელი. არსის ატრიბუტის სახელი განთავსებულია ოვალში და მიმაგრებულია კონკრეტულ არსზე სწორი ხაზით. როგორც ნაჩვენებია schema 5-ზე მანქანის და მისის ატრიბუტების დახმარებით.

schema 5

არსის მნიშნველოვანი შეზღუდვა არის გასაღები. ხშირად არსს გააჩნია ისეთი ატრიბუტები, რომელიც არის უნიკალური. სწორედ ასეთ ატრიბუტებს ქვია გასაღები და გამოიყენება არსის იდენთიფიკაციისთვის. მაგლითად სოციალური ნომერი შეიძლება იყოს ადამიანის არსის გასაღები. ასევე შესაძლებელია, რომ რამდენიმე ატრიბუტის კომპოზიციამ შექმნას გასაღები, გაითვალისწინეთ რომ მისაღებია ასეთი ატრიბუტების მინიმალიზაცია. ER დიაგრამაში ატრიბუტს ხაზი აქვს გასმული. ჩვენს მაგალითზე(schema 5) მანქანას გააჩნია ორი გასაღები Registration და Vehicle_id.

ყველა ატრიბუტს გააჩნია მნიშვნელობათა სიმრავლე, რომლიდანაც შეუძლია მნიშვნელობის მიღება. მაგალითად ჩვენ შეგვიძლია თანამშრომლის ასაკი შევზღუდოთ 18-დან 70 წლამდე. ასევე შეგვიძლია სახელი შევზღუდოდ გარკვეული კონსტანტური სიმრავლით. სტანდარტულ ER დიაგრამაში არ აისახება შესაძლო სიმრავლეები, თუმცა მისი გათვალისწინება შეგვიძლია UML დიაგრამებში.

კომპანია ბაზის საწყისი კონცეპტუალური დიზაინი

კომპანიის აპლიკაციის მოთხოვნებიდან ჩვენ შეგვიძლია ვიპოვოთ საჭირო არსის ტიპები და ავსახოთ შესაბამის დიაგრამებზე.

  • არსი დეპარტამენტი(DEPARTMENT) ატრიბუტებით სახელი, ნომერი, მისამართი, მმართველი და მმართველის დანიშვნის დღე. გასაღები არის სახელი და ნომერი.

schema 6

  • არსი პროექტი(PROJECT) ატრიბუტებით სახელი, ნომერი, მისამართი და დეპარტამენტი. გასაღები არის სახელი და ნომერი.

  • არსი თანამშრომელი(EMPLOYEE) ატრიბუტებით სახელი, სოციალური ნომერი, სქესი, მისამართი, ხელფასი, დაბადების თარიღი, დეპარტამენტი და უფროსი. გასაღები არის სოციალური ნომერი.

results matching ""

    No results matching ""