მაღალი დონის კონცეპტუალური მოდელი მონაცემთა ბაზის დიზაინისთვის

schema 1 ასახავს ბაზის მოდელის შექმნის პროცესს.პირველი ნაბიჯი არის მოთხოვენების შეგროვება და ანალიზი. ამ ეტაპზე ბაზის დიზაინერი ეკითხება მომხმარებლებს, თუ რა მოთხოვნები გააჩნიათ სამომავლო პროდუქტისთვის.

schema 1

აღნიშნული მოთხოვნების ანალიზი და გაწერა უნდა იყოს მაქსიმალურად კონკრეტული. ამავდროულად მომხმარებლებისგან უნდა გავიგოთ ფუნქციური მოთხოვენები, ის ქმედებები რისი შესრულებაც უნდა შეეძლოთ. თუმცა ამ მომენტისთვის ჩვენ არ ვკონცენტრირდებით ფუნქციური მოთხოვნებისკენ.

მას შემდეგ რაც მოთხოვნები დამუშავდება, შემდეგი ნაბიჯი არის კონცეპტუალური სქემის შექმნა. ამ ეტაპს ეწოდება კონცეპტუალური დიზაინი. კონცეპტუალური სქემა არის მომხმარებლის მოთხოვნების მოკლე აღწერა და არსის, კავშირის და შეზღუდვების გაფართოება. ეს სქემა არ შეიცავს იმპლემენტაციის დეტალებს, შესაბამისად არატექნიკური პირისთვისაც გასაგებია.

შემდეგი ეტაპუ უკვე არის კონკრეტული მონაცემთა ბაზის იმპლემენტაცია რომელიმე DBMS-თ. უმეტესი DBMS იყენებს კონცეპტუალურ სქმემას იმპლემენტაციისთვის, შესაბამისად შესაძლებელია მისი პირდაპირი გარდაქმნა იმპლემენტირებულ ბაზაში. ამ ეტაპს ეწოდება ლოგიკური დიზაინის ეტაპი, რომელიც ხშირად კეთდება ავტომატურად.

ბოლო ეტაპი არის ფიზიკური დიზაინის ეტაპი. ამ დროს ნაწილდება შიდა მეხსიერება, ორგანიზდება ფაილები, იქმნება ინდექსები, ფორმდება წვდომები და სხვადასხვა კონფიგურაციის პარამეტრები.

results matching ""

    No results matching ""