UML კლას დიაგრამა

პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტურის შემუშავებისას გამოიყენება ბევრი განსხვავებული UML დიაგრამა. ჩვენ განვიხილავთ მათ შორის ერთ-ერთს - კლას დიაგრამას. კლას დიაგრამა შეიძლება განვიხილოთ ER დიაგრამის ალტერნატიულ აღწერად, მაგრამ არის მნიშვნელოვანი განსხვავებებიც, მაგალითად ER-ში თუ არის არსი UML-ში გვხვდება კლასი.

UML დიაგრამაში კლასი წარმოდგენილია როგორც მართკუთხეთი დაყოფილი სამ ნაწილად: პირველ ნაწილში იწერება კლასის სახელი, მეორეში ატრიბუტები, ხოლო მესამეში მოქმედებები, რომელიც შეიძლება შესრულდეს. schema 13-ზე თანამშრომელს აქვს შემდეგი ატრიბუტები: სახელი, სოციალური ნომერი, დაბადების თარიღი, სქესი, მისამართი და ხელფასი. ზოგ მათგანს გვერდით ორწერტილის შემდეგ უწერია ტიპი, თუმცა ეს არ არის აუცილებელი(როცა არ ვაპირებთ კოდის ავტომატურ გენერირებას).

კავშირებს UML-ში ეწოდება ასოციაცია და გამოისახება ორი კლასის ხაზით შეერთებით, ასევე შესაძლია ქონდეს კავშირის სახელიც. კავშირის მაჩვენებელი ხაზიდან შეიძლება გამოვყოთ ახალი ცხრილი, რომელშიც ავსახავს კავშირში მონაწილე ატრიბუტებს. კარდინალობა გამოისახება min-max ცვლადებით და * სიმბოლოთი, რაც აღნიშნავს უსასრულობას.

არსებობს ცალმხრივი და ორმხრივი კავშირები. ცალმხრივ შემთხვევაში, კავშირის ხაზის ბოლოს ისარი მიუთითებს, თუ რომელი კლასიდან რომლისკენაა მიმართება. თუ ისარი არ გამოიყენება, კავშირი არის ორმხრივი(ნაგულისხმევი შემთხვევა). მაგალითად თუ ვფიქრობთ, რომ დეპარტამენტიდან უნდა იძებნებოდეს შესაბამისი თანამშრომლები, ხოლო პირიქით არა, მაშინ მისაღებია მხოლოდ ცალმხრივი კავშირი.

ჩევნ ამ სექციაში არ განგვიხილია UML სტანდარტის ყველა მიდგომა, თუმცა ვნახეთ ბევრი მნიშვნელოვანი კონცეფცია, რომელიც უფრო ფართოდ არის ასახული schema 13-ზე.

schema 13

results matching ""

    No results matching ""