მონაცემთა მოდელირება არსი-კავშირის მოდელით (Data Modeling Using The Entity-Relationship(ER) Model)

კონცეპტუალური მოდელირება(Conceptual modeling) არის საკმაოდ მნიშვნეოვანი ფაზა წარმატებული მონაცემთა ბაზის აპლიკაციის შესაქმნელად. ზოგადად ტერმინი მონაცემთა ბაზის აპლიკაცია მოიცავს თავად მონაცემთა ბაზას და მასთან დამაკავშირებელ აპლიკაციას. მაგალითად ბანკის აპლიკაცია, რომელიც ინახავს მონაცემებს კლიენტების და მათი დეპოზიტების შესახებ არის აპლიკაცია რომელიც ბაზაში ცვლის გარკვეულ მონაცემებს. ეს ცვლილებები ხდება მომხმარებლისთვის განკუთვნილი აპლიკაციიდან(ვებ ან მობილური). ასეთი აპლიკაციის შექმნა მოიცავს დიზაინის, იმპლემენტაციის და ტესტირების ფაზებს. საერთოდ დიზაინი და ტესტირება უფრო არის პროგრამული უზრუნველყოფის ნაწილი ვიდრე ბაზის დიზაინის. უმეტესი პროგრამული უზრუნველყოფის საშუელებები მოიცავს როგორც პროგრამული უზრუნველყოფის ასევე ბაზის დიზაინს, რადგან ეს ორი თემა საკმაოდ დაკავშირებულია ერთმანეთთან.

აქ ჩვენ ვისაუბრებთ ტრადიციულ მიდგომაზე კონცეპტუალური მონაცემთა ბაზის მოდელის შექმნისთვის. აპლიკაციის დიზაინი უფრო არის პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიის საქმე, ხოლო ჩვენ ავღწერთ არსი-კავშირი(entity-relationship) მოდელს, რომელიც არის საკმაოდ პოპულარული მაღალი დონის მოდელი. დღესდღეობით ეს მოდელი გამოიყენება მრავალ მონაცემთა ბაზის დიზაინის შექმნისას და ყველა მოდელირების დამხმარე საშუალებას გააჩნია მისი მხარდაჭერა. ჩვენ აქ ავღწერთ მთავარ ფუნქციურ კონცეფციებს და აღნიშნვებს რომელიც გამოიეყენება არსი-კავშირი მოდელის შექმნის დროს.

results matching ""

    No results matching ""