დიზაინის საკითხები, ალტერნატიული დიაგრამა

დიზაინის საკითხები

ხშირად საკმაოდ რთულია გადავწყვიტოთ, კონკრეტული მოთხოვნა უნდა გარდაიქმნას არსად, კავშირად თუ ატრიბუტად. ჩვენ განვიხილავთ რამდენიმე მიდგომას, რომელიც მოგვეხმარება ამ გადაწყვეტილების მიღებაში.

საერთოდ დიზაინის შექმნა არის იტერაციული პროცესი. თავიდან ვიწყებთ საწყისი მოხაზულობით და ნელ-ნელა შეგვაქვს ცვლილებები, სანამ არ მივიღებთ სრულყოფილ დიზაინს. შეგვიძლია განვიხილოთ რამდნეიმე იტერაცია:

  • მისაღებია, რომ კავშირი თავიდან ავსახოთ როგორც ატრიბუტები და შემდეგ გარდავქმნათ კავშირად. არ უნდა დაგვავიწყდეს ატრიბუტების წაშლა, როცა ისინი გარდაიმნებიან კავშირებად.
  • ასევე შესაძლებელია ატრიბუტი გარდაიქმას ცაკლე არსად, როცა ის გამოიყენება სხვადასხვა არსებში. მაგალითადნ უნივერსიტეტის ბაზაში სტუდენტი, ინსტრუქტორი და კურსი იყენებს დეპარტამენტს. თავიდან დეპარტამენტი შეიძლება იყოს ატრიბუტი ხოლო შემდეგ გარდავქმნათ ცალკე არსად.
  • შესაძლოა განვიხილოთ წინა შემთხვევის საწინააღმდეგოც. მაგალითად თუ შევქმენით დეპარტამენტის არსი მხოლოდ სახელით და გამოვიყენეთ სტუდენტის ცხრილის მიმართებაში, შესაძლებელია მისი სტუდენტის ატრიბუტად გარდაქმნა.

ალტერნატიული დიაგრამა

ER მოდელისთვის არსებობს რამდენიმე განსხვავებული დიაგრამ. გავეცნოთ მათ შორის ერთ-ერთს, რომელიც კავშირის კარდინალურობას გამოსახავს განსხვავებულად. ასეთ დიაგრამაში კავშირის ხაზთან იწერება min:max სტრუქტურა, რაც აღნიშნავს, რომ კავშირში უნდა იყოს მინიმუმ min და მაქსიმუმ max ელემენტი. schema 12 ასახავს ასეთი დიაგრამით აწყობილ სტუდენტის ბაზის მოდელს.

schema 12

results matching ""

    No results matching ""