ახალი მაგალითი - UNIVERSITY

ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ ER მოდელი ახალ მაგალითზე - UNIVERSITY. ამ მაგალითსი მონაცემთა ბაზამ უნდა შეინახოს ინფორმაცია უნივერსიტეტის შესახებ - სწავლის პროცესის მთავარი ასპექტები. პროექტის დამკვეთთან გასაუბრების შემდეგ, შეიძლება გვქონდეს შემდეგი მოთხოვნები, რომელიც კარგია თუ კიდევ უფრო დაკონკრეტდება.

  • უნივერსიტეტი დაყოფილია კოლეჯებად და თითოეულ კოლეჯს გააჩნია უნიკალური სახელი, მთავარი ოფისის მისამართი, ტელეფონის ნომერი და ფაკულტეტის ხელმძღვანელი. კოლეჯში არის რამდენიმე დეპარტამენტი, რომელთაც გააჩნიათ უნიკალური სახელი, უნიკალური კოდი, მთავარი ოფისის მისამართი, ტელეფონის ნომერი და ხელმძღვანელი. უნდა შევინახოთ ინფორმაცია თარიღზე, როცა დეპარტამენტს დაენიშნა ხელმძღვანელი.
  • დეპარტამენტში არის რამდენიმე კურსი, რომელთაც გააჩნიათ უნიკალური სახელი, უნიკალური კოდი, კურსის დონე, კრედიტების რაოდენობა და დამატებითი აღწერა. ასევე ყველა დეპარტამენტს ყავს ინსტრუქტორი რომელსაც გააჩნია უნიკალური იდენთიფიკატორი, სახელი და ტელეფონის ნომერი.
  • ბაზამ ასევე უნდა შეინახოს სტუდენტებზე ინფორმაცია: სახელი, გვარი, უნიკალური იდენთიფიკატორი, მისამართი, ტელეფონის ნომერი და დაბადების თარიღი.
  • კურსი დაყოფილია სექციებად. თითოეული მათგანი განკუთვნილია მხოლოდ ერთი დეპარტამენტისთვის და ყავს თავისი ინსტრუქტორი. ასევე სექციას აქვს სექციის ნომერი, სემესტრი, წელი, სასწავლო კლასის ოთახი(შენობის და ოთახის ნომრები) და დაწყების დრო. სექციაში გაწევრიანებულია სტუდენტები და მნიშვნელოვანია, რომ შეგვეძლოს კონკრეტულ სექციაში კონკრეტული სტუდენტის შეფასების და დასწრების ათვლა.

აღნიშნულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შეგვიძლია შევადგინოთ ER დიაგრამა, რომელიც გამოსახულია schema 14-ზე.

schema 14

results matching ""

    No results matching ""