მარტივი მონაცემთა ბაზის აპლიკაცია

აქ განვიხილავთ მონაცემთა ბაზის მარტივ აპლიკაციას სახელად COMPANY, რომლის დახმარებითაც გავეცნობით არსი-კავშირი(Entity-Relationship) მოდელის მთავარ ნაწილებს და მის სქემებში გამოყენებას. ჩვენ ავღწერთ მონაცემების მოთხოვნებს, შემდეგ კი მასზე დაყრდნობით ავაწყობთ არსი-კავშირის მოდელს. Company მონაცემთა ბაზა ინახავს მონაცემებს თანამშრომლების, დეპარტამენტების და პროექტების შესახებ. ჩავთვალოთ, რომ მოთხოვნების შეგროვების და ანალიზის შემდეგ მივიღეთ მონაცემთა ბაზის შემდეგი აღწერა.

  • კომპანია დაყოფილია დეპარტამენტებად. თითოეულ დეპარტამენტს აქვს უნიკალური სახელი, უნიკალური ნომერი და თანამშრომელი, რომელიც მართავს დეპარტამენტს. უნდა შევინახოთ ინფორმაცია თარიღზე, როდიდანაც ეს თანამშრომელი მართავს დეპარტამენტს. დეპარტამენტს შეიძლება გააჩნდეს რამდენიმე მისამრთი.
  • დეპარტამენტი აკონტროლებს რამდენიმე პროექტს რომელსაც გააჩნია უნიკალური სახელი, ნომერი და მისამართი.
  • მონაცეთა ბაზა უნდა ინახავდეს ინფორამციას თითოეული თანამშრომელის სახელზე, სოციალურ ნომერზე, მისამართზე, ხელფასზე, სქესზე და დაბადების თარიღზე. თანამშრომელი მიმაგრებულია ერთ დეპარტამენტზე, თუმცა შეიძლება მუშაობდეს განსხვავებულ პროექტებზე. მნიშნველოვანია, რომ გვქონდეს ინფორმაცია, თუ კონკერტული თანამშრომელი დღეში რამდენ საათს ხარჯავს თითოეულ პროექტზე, და ვინ არის მისი პირდაპირი ზედამხედველი ამ პროექტში.

schema 2 ასახავს ამ მონაცემთა ბაზის ER დიაგრამას. ჩვენ ქვემოთ ავღწერთ ამ სქემაზე გამოსახულ ყველა კონცეფციას და ნიშანს.

schema 2

results matching ""

    No results matching ""